გამოიმუშავე მეტი - ნაკლები დანახარჯით?

  • გამოიყენეთ რესურსები ეფექტურად

შეამცირეთ ფუჭად გავლილი მანძილები. მიიღეთ მაქსიმალური შემოსავალი.

შეარჩიეთ მუშაობის სწორი ადგილები და დაელოდეთ ახალ შეკვეთებს გაჩერებულ მდგომარეობაში, რათა თავი აარიდოთ დამატებით ხარჯებს.

საშუალოდ, მძღოლი 200 კილომეტრს ფარავს დღიურად, შესაბამისად, ჩვენი ტარიფების პირობებში  გამომუშავებულმა თანხამ სულ მცირე 100 ლარი უნდა შეადგინოს.

  • დაივიწყეთ ვაჭრობა

ქალაქის მაშტაბით, ქუჩაში გაჩერებული ტაქსით მგზავრობის ღირებულება უმეტესს შემთხვევაში არ აღემატება 3-5 ლარს, არ ითვალისწინებს საცობებს და ლოდინის რეჟიმს, მაშინ, როდესაც ტაქსიფაის აპლიკაციით სარგებლობისას მინიმალური ტარიფი 4 ლარია, მრიცხველი საცობშიც წერს და არ გიწევთ თანხაზე კამათი.

  • დაივიწყეთ დისკრიმინაცია გზაზე

ჩვენი ერთობლივი და შრომატევადი მუშაობის შედეგად, მივაღწიეთ იმას, რომ დღეს  ტაქსის ტრაფარეტის ქონა არაა საჭირო. 

- იქმნება თანასწორი პირობები გზებზე. 

- მაქსიმალურად მცირდება ავარიული შემთხვევის ალბათობა

- იცვლება მგზავრის დამოკიდებულება თქვენ მიერ გაწეული მომსახურების მიმართ. 

ეს არის ჩვენი ტოპ მძღოლების წარმატების საიდუმლო რომლებიც თვეში 500-ზე მეტ შეკვეთას ასრულებენ. მოხსენი ტრაფარეტი დღესვე! გაიზიარე საუკეთესო მძღოლების გამოცდილება და გახდი ერთ-ერთი მათგანი.

Did this answer your question?