აქტივობის კოეფიციენტი გვაჩვენებს შემოსული და განხორციელებული სავალდებულო შეკვეთების პროცენტულ თანაბარდობას.

სავალდებულოა, აქტივობის კოეფიციენტი არ ჩამოსცილდეს 70%-იან ნიშნულს, რადგან ამ შემთხვევაში პროგრამა თვლის, რომ თქვენ არ ხართ მზად სამუშაოდ და გბლოკავთ გარკვეული დროით

ყოველთვიური შეკვეთების სტატისტიკის ნახვას თქვენ შეძლებთ აქტივობის ღილაკზე დაკლიკებით.

აქტივობა იყოფა 3 ფანჯარად:

საათების ფანჯარა გაჩვენებთ კვირის ნებისმიერ დღეს რა დრო გაქვთ გატარებული აქტიურ რეჟიმში.

მგზავრობების ფანჯარა გაჩვენებთ კვირის ნებისმიერ დღეს რამდენი შეკვეთა შემოგივიდათ და რამდენი შეკვეთა განახორციელეთ  

გაუქმების ფანჯარა გაჩვენებთ შეკვეთის არ განხორციელების მიზეზებს და მათ პროცენტულ მაჩვენებელს გასული 50 შეკვეთისთვის

გაითვალისწინეთ, როდესაც არ ხართ მზად შეკვეთების მისაღებად, ნუ ჩართავთ აპლიკაციას, რათა არ გამოტოვოთ სავალდებულო შეკვეთები, რადგან მათი გამოტოვების შემთხვევაში ავტომატურად დაიბლოკებით.

Did this answer your question?