მძღოლის მიერ გამომუშავებული თანხის დაანგარიშება ხდება ორშაბათის 00:01 საათიდან კვირის 23:59 საათამდე. აპლიკაციით და ნაღდი ანგარიშსწორებით  მიღებული შემოსავლის საკომისიოს დათვლა ავტომატურად ხდება ამ პერიოდის განმავლობაში. 

გამოანგარიშების მეთოდი შემდეგია:
[საწყისი ბალანსს კვირის დასაწყისში ემატება აპლიკაციით გადახდილი თანხები, შემდეგ აკლდება აპლიკაციით გადახდის საკომისიო, ასევე აკლდება ნაღდზე მგზავრობის ღირებულების საკომისიო]

თუ კი თქვენი ბალანსი კვირა დღის 23:59 საათისთვის:

  1. 50 ლარზე მეტია: ჩვენ ამ თანხას ჩაგირიცხავთ ოთხშაბათ დღეს, თქვენ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე (გაითვალისწინეთ 1 დღე იმისთვის, რომ ეს თანხა აისახოს თქვენს ანგარიშზე)
  2. 50 ლარზე ნაკლებია: ეს თანხა დარჩება თქვენს ბალანსზე როგორც კვირის საწყისი ბალანსი

თუ თქვენ გაქვთ უარყოფითი ბალანსი კვირა დღის 23:59 საათისთვის:

  1. ეს ნიშნავს რომ ნაღდი ანგარიშსწორებით თქვენ განახორციელეთ გაცილებით მეტი მგზავრობა ვიდრე აპლიკაციით გადახდებით.
  2. უარყოფითი ბალანსი გაბათილდება აპლიკაციით გადამხდელი მგზავრების მომსახურების შედეგად.

არის რამდენიმე გამონაკლისი, რაც კვირა დღის 23:59 საათისთვის იწვევს განსხვავებას თქვენს მოლოდინსა და ასახულ ბალანსს შორის:

  1. აპლიკაციით გადახდილი ყველა თანხა, რომელიც აღემატება 50 ლარს, ყოველთვის მოწმდება ჩვენი გუნდის მიერ. ამიტომ თუ ვერ მოხერხდა ყველა ასეთი გადახდის შემოწმება 23:59 საათამდე, ეს თანხა აისახება მომავალი კვირის ბალანსზე
  2. თუ დროულად ვერ მოხერხდა თქვენ მიერ აპლიკაციის გადახდით შესრულებული მგზავრობის ღირებულების ელექტრონული ტრანზაქციის განხორციელება კვირა დღის 23:59 საათამდე, მაშინ ეს თანხა აისახება მომავალი კვირის ბალანსზე
  3. მგზავრობის ნაწილი საჭიროებს ტარიფის გადახედვას, რადგან მძღოლი ითხოვს მას გაუთვალისწინებელი შემთხვევბისას, ან GPS-ის ხარვეზის დროს. თუ ასეთი შემთხვევები არ გადაწყდა კვირა დღის 23:59 საათამდე, ეს თანხა აისახება მომავალი კვირის ბალანსზე

სასარგებლო ინფორმაცია:

  • თუ გსურთ გაიგოთ როგორ შეიძლება გამომუშავებული თანხის სტატისტიკის ნახვა, ეწვიეთ ბმულს
  • თუ გსურთ იხილოთ დეტალური ინფორმაცია თქვენი მგზავრობების შესახებ, ეწვიეთ ბმულს და შეიყვანეთ თქვენი მონაცემები

 

Did this answer your question?