მგზავრობის დასრულების შემდეგ, მომხმარებელს აქვს საშუალება შეაფასოს გაწეული მომსახურების ხარისხი

შეფასება ხორციელდება ხუთ-ვარსკვლავიანი სისტემით, სადაც 1 ვარსკვლავი არის მინიმალური, ხოლო 5 ვარსკვლავი არის მაქსიმალური შეფასება. მინიმალური ზღვარი, რომელსაც მძღოლი არ უნდა ჩამოსცდეს არის 4,7-იანი ნიშნული. 

მგზავრის მიერ განხორციელებული ყოველი მეორმეცე შეფასების შემდეგ გენერირდება მძღოლის საშუალო არითმეტიკული რეიტინგი ისე, რომ მძღოლს არ აქვს საშუალება მიხვდეს რომელმა მგზავრმა განახორციელა შეფასება

მგზავრთან რეიტინგის მომატებასთან ან დაკლებასთან დაკავშირებით საუბარი აკრძალულია, რადგან ეს ანონიმური შეფასებაა, ამ დროს კი ირღვევა მგზავრის უფლება იყოს ანონიმური.

მომსახურების ხარისხის შეფასების კრიტერიუმებია მანქანის ხარისხი და მძღოლის პროფესიონალიზმი.

მანქანის ხარისხის შეფასების კრიტრიუმებია: ვიზუალური დაზიანებების სიმცირე, სუფთა ავტომობილი, მოწესრიგებული და სუფთა სალონი, მოწესრიგებული საბარგული, გამართული სავალი ნაწილი

მძღოლის პროფესიონალიზმის შეფასების კრიტერიუმებია: მძღოლის ვიზუალური მოწესრიგებულობა, ქალაქში ორიენტაციის უნარი, მანქანის მართვის ხარისხი, ხურდის დაბრუნების შესაძლებლობა, მგზავრის მიმართ კეთილგანწყობა.

აპლიკაციით სარგებლობისას მანქანის სალონში სიგარეტის მოწევა, დალევა და ჭამა აკრძალულია როგორც მძღოლისთვის ასევე  მგზავრებისთვის.

თქვენ გაქვთ უფლება სალონში არ ჩაისვათ შინაური ცხოველები სპეციალური გალიის გარეშე.

ასევე გაქვთ უფლება უარი თქვათ მგზავრობის განხორციელებაზე თუ კი STANDARD და PREMIUM კატეგორიით გამოძახებული ავტომობილისთვის მგზავრთა რაოდენობა აღემატება 4 ადამიანს

ნუ სთხოვთ მგზავრს დაგიწეროთ მაღალი შეფასება

გაითვალისწინეთ - რეიტინგზე არ მოქმედებს გაუქმებული ან/და გამოტოვებული შეკვეთები.

Did this answer your question?