თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხარ ტაქსიფაის მძღოლად, ამის გაკეთება შეგიძლია აქ.

თუ დარეგისტრირდი, მაგრამ ჯერ არ გადმოგიწერია ტაქსიფაის მძღოლის აპლიაკცია, შეგიძლია ეს გააკეთო Google Play Store-დან ან Apple Store-დან.

მოთხოვნილება:

  • სმარტფონი ან ტაბლეტი Android 4.1+ მხარდაჭერით ან iOS 8.0+ iPhone-თვის
  • მობილური ინტერნეტი (მინიმუმ 3G) და GPS
  • პორტაბელური დამტენი მანქანისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ელემენტი 5-6 საათში დაგიჯდება
  • ტაქსიფაის დადასტურებული ანგარიში.
  • თუ ჯერ არ გაქვთ სმარტფონი, ჩვენ გირჩევთ ადგილობრივ მაღაზიებში მოძებნო იაფი ანდროიდ-ფონები.

შესვლისა და გახსნის ფანჯრები:

აპლიკაციაში შედი შენ მიერ არჩეული მომხმარებლის სახელითა და პაროლით. მომხმარებლის სახელი და პაროლი პირველი შესვლის შემდეგ ავტომატურად დამახსოვრდება.

დაწყების ფანჯარა გვაჩვენებს საშუალო რეიტინგს, აქტივობის კოეფიციენტს, შენს მიმდინარე ბალანსს ტაქსიფაიში და თვის მანძილზე დასრულებულ შეკვეთებს. „თვის შეკვეთების“ ღილაკზე დაკლიკებით შეგიძლია შეკვეთების უფრო დეტალური სურათი იხილო. “სამუშაოს დაწყებაზე” თითის გასმით მიიღე შეკვეთები!

შეკვეთის მოლოდინი და დაკავებული მდგომარეობა:

შეკვეთის მიღება:

  • შეარჩიე შენი სამუშაო რადიუსი, რადიუსის შერჩევის ღილაკიდან (+ და -).
  • როდესაც ახალი შეკვეთა ამოგიხტება, შენ მომენტალურად დაინახავ მომხმარებილის მისამართს და შენგან დაშორების მანძილს. შეარჩიე მისვლის მიახლოებითი დრო და დააჭირე “შეკვეთის მიღებას”.
  • როდესაც შეკვეთებს სხვა პროვაიდერებისგან იღებ, თითი გადაუსვი ღილაკს - “გამოსვლა”, რათა ჩვენგან არ მიიღო შეკვეთები მაშინ, როდესაც მათ შესასრულებლად მზად არ ხარ!
  • თუ გსურს დაასრულო სამუშაო დღე დააკლიკე “დასრულების” ღილაკს უკიდურეს მარჯვენა კუთხეში.

PS. შენი ადგილსამყოფელის გამოჩენა დამოკიდებულია შენივე GPS-ის სიხშირეზე. როდესაც მაღალ შენობებს შორის მოძრაობ შესაძლებელია ცდომილება.

  • თუ არ გსურს შეკვეთების მიღება შეგიძლია გადახვიდე დაკავებულ მდგომარეობაში.
  • თუ მზად ხართ შეკვეთების მისაღებად უბრალოდ თითი გადაუსვი “სამუშაოს დაწყების” ღილაკს.

ახალი შეკვეთა და მგზავრამდე მისვლა:

როდესაც შეკვეთა შემოგდის ახალი შეკვეთის შეტყობინება ავტომატურად ამოხტება ეკრანზე, 

  • შენ გაქვს 20 წამი იმისთვის, რომ უპასუხო.

როდესაც უპასუხებ შეკვეთას, რუკაზე გამოჩნდება მომხმარებლის მისამართი და ადგილ-მდებარეობა.

  • როდესაც დააწვებით ღილაკს - “მოვედი” მომხმარებელს მისდის შეტყობინება.

ველოდებით მომხმარებელს:

  • როდესაც მომხმარებელი მანქანაში ჩაჯდება, თითი გავუსვი “მგზავრობის დაწყების” ღილაკს.
  • თუ მომხმარებელი 3 წუთის განმავლობაში არ გამოცხადდა, დაურეკე და შეატყობინე ფასიანი ლოდინის რეჟიმის ჩართვის შესახებ (ფასიანი ლოდინის რეჟიმი ავტომატურად არ ირთვება, მისი ჩართვა შენს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული),

ასევე შეგიძლია დაუკავშირდე მგზავრს მენიუს პანელიდან.

  • მგზავრის ტელეფონი და სახელი მითითებულია აპლიკაციის მენიუში
  • ნომერზე დაკლიკებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მომხმარებელს.
  • თუ მგზავრი არ გპასუხობს ან გათიშული აქვს ტელეფონი, დააჭირე “გაუქმებას”. 

დანიშნულების ადგილზე მისვლა და ნავიგაცია:

ამ ფანჯარაში შენ შეგიძლია მიუთითო დანიშნულების ადგილი და ნახო ის რუკაზე.

  • თუ მომხმარებელს მითითებული აქვს დანიშნულების ადგილი საკუთარ აპლიკაციაში, მაშინ ის ავტომატურად აისახება შენთან.
  • დააწექი ნავიგაციის ლურჯ ღილაკს რათა გამოიყენო ნავიგაცია.
  • მენიუდან შენ შეგიძლია გამოიყენო Waze ან Google Maps ნავიგაცია.
  • მას შემდეგ რაც მიხვალ დანიშნულების ადგლზე, თითი გაუსვი “მგზავრობის დასრულების” ღილაკს.

დაადასტურე ფასი და შეაფასეთ მომხმარებელი:

მგზავრობის დასრულების შემდეგ დაადასტურეთ აპლიკაციის მიერ დათვლილი ფასი.

  • თუ მომხმარებელი იყენებს ტაქსიფაის გადახდის მეთოდს, ნუ სთხოვ მას თანხის გადახდას.

საბოლოო საფეხურის გავლისთვის შეაფასე მგზავრი და თითი გაუსვი დადასტურების ღილაკს. შენ დაუბრუნდები შეკვეთის მოლოდინის ფანჯარას.

Did this answer your question?