სასარგებლო რეკომენდაციები პარტნიორი მძღოლებისთვის

მძღოლის ინდივიდუალურ დადებით თუ უარყოფით მომსახურებაზე გვწერენ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ინფორმაციას ავრცელებენ სხვადასხვა ბლოგებზე, საინფორმაციო პორტალებზე, მგზავრები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას.

იმისთვის რომ შევინარჩუნოთ ჩვენი მომსახურების მაღალი ხარისხი და მომხმარებელთა კეთილგანწყობა, ჩვენ ვცდილობთ გავითვალისწინოთ მგზავრების რეკომენდაციები და რჩევები.

1. რადგან ყოველდღიურად თქვენს მანქანაში ათობით ადამიანი ჯდება, ასეთი რჩევების სათავეშია მანქანაში არსებული დახუთული ჰაერი და უსიამოვნო სუნი. რა თქმა უნდა ამინდის გაუარესება და სიცივე პირდაპირ კავშირშია ამ მოვლენასთან, მაგრამ გთხოვთ რეგულარულად გაანიავოთ ან/და გაწმინდოთ ავტომობილის სალონი, რათა თავიდან აიცილოთ რეიტინგის ამ მიზეზით დაკლება. გთხოვთ აუცილებლად ჩაურთეთ მგზავრს გამათბობელი 


2. კარგი იქნება თუ შეარჩევთ მგზავრისთვის სასიამოვნო მუსიკას, თუ ავტომობილის აუდიო სისტემა გიწყობთ ხელს, შესთავაზეთ მგზავრს შეაერთოს AUX სადენი, თუ თქვენი ავტომობილის აუდიო სისტემას არ აქვს AUX მხარდაჭერა, შესთავაზეთ მას USB მეხსიერების ბარათის მოთავსება რადიო გადამყვანში, თუ არც ასეთი გადამყვანი გაქვთ შეარჩიეთ სასურველი რადიო სიხშირე.

3. იქონიეთ ხშირად მოხმარებადი და გადაუდებელი საჭიროების ნივთები, როგორიცაა ტელეფონის დამტენი,  ერთჯერადი პაკეტები ნასვამი ადამიანებისთვის, ბოთლით წყალი, ტკივილგამაყუჩებელი აბები, საღეჭი რეზინი, მშრალი ან სველი ერთჯერადი ხელსახოცი

4. შეეცადეთ სასიამოვნოდ გააოცოთ მგზავრი. თქვენ მიერ მიწოდებული კანფეტიც კი ერთი ათად დაგიბრუნდებათ კლიენტის კეთილგანწყობის სახით

თქვენ წარმოადგენთ კომპანიის სახეს და უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ მოემსახურებით მგზავრებს.
  

Did this answer your question?