განახლებულ აპლიკაციაში მძღოლს საშუალება აქვს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეატყობინოს ოფისს არსებული პრობლემის შესახებ.
ამისთვის საჭიროა შეხვიდეთ თქვენი აპლიკაციის შეკვეთების ისტორიის გვერდზე, რის შემდეგაც გამოგიჩნდებათ ფანჯარა, სადაც ჩამოთვლილია ის შეკვეთები, რომლებიც თქვენ გაქვთ განხორციელებული,

რომელიმე კონკრეტულ შეკვეთაზე დაკლიკებისას იხსნება ამ შეკვეთის დეტალები, როგორიცაა: მგზავრობის დაწყების და დასრულების ადგილები, განვლილი მანძილი და დრო ამ მანძილის გასავლელად, ასევე შეგიძლიათ იხილოთ ამ მგზავრობის ღირებულება

თუ თქვენ მიერ არჩეულ მგზავრბასთან დაკავშირებით შეგექმნათ პრობლემა, დააკლიკეთ პრობლემის შეტყობინების ღილაკს, რაც საშუალებას მოგცემთ შეარჩიოთ იმ კონკრეტულ მიზეზთაგან ერთ-ერთი რომლის გამოგზავნაც გსურთ.


თქვენ დაინახავთ 4 ფიქსირებულ კომენტარს და ღილაკს "სხვა", რაც საშუალებას გაძლევთ დეტალურად ჩამოაყალიბოთ პრობლემის არსი.
ოფისის მიერ თითოეული შემთხვევის გამოძიება და შესაბამისი ზომის მიღება ხდება უმოკლეს ვადაში

Did this answer your question?