Taxify-ს თბილისში განსხვავებული კატეგორიები აქვს მძღოლის საკომისიო კი 5%-დან იწყება

Taxify-ს გადახდის გააქტიურების შემთხვევაში მძღოლი შეძლებს:

  • მოემსახუროს თითქმის ყველა სადებეტო/საკრედიტო ბარათის მფლობელს
  • მოემსახუროს კორპორატიულ კლიენტებს

მძღოლისთვის გადასახადი ითვლება ორშაბათიდან-კვირის ჩათვლით და მძღოლს ერიცხება მომდევნო კვირის ოთხშაბათ დღეს.(ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე გადასვლით)

ყოველი თვის დასაწყისში, თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გეგზავნებათ განვლილი თვის მანძილზე გადახდილი და გამომუშავებული თანხის ინვოისი, მაგრამ რადგან საკომისიოს ჩამოჭრა ავტომატური პროცესია, მძღოლებს არ აქვს ვალდებულება ბანკში გადაიხადონ მოსაკრებელი

ხშირად დასმული კითხვები:

- ინვოისი არ მიმიღია ელ. ფოსტაზე

ინვოისი ეგზავნება უკლებლივ ყველა მძღოლს, მაგრამ თუ გარკვეული მიზეზების გამო ვერ მიიღეთ ის აგრეთვე ხელმისაწვდომია მძღოლების პორტალზე

- აპლიკაციაში არსებული ბალანსი ჩამომეჭრა

გილოცავთ! ეს ნიშნავს, რომ მალე თქვენს საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხება თქვენ მიერ გამომუშავებული თანხა.

Did this answer your question?