შეკვეთების გადაბმა გულისხმობს რომ თქვენ შეძლებთ ახალი შეკვეთის მიღებას მაშინ, როდესაც უკვე ასრულებთ სხვა შეკვეთას.

როგორ მუშაობს გადაბმა?
როდესაც მიუახლოვდებით დანიშნულების ადგილს, თქვენ შემოგივათ შეკვეთა, რომელიც იქნება იმჟამინდელ დანიშნულების ადგილთან ახლოს

  1. პირველ ფანჯარაზე ნაჩვენებია როგორი ფორმით შემოვა ახალი შეკვეთა,
  2. მეორე ფანჯარაზე აპლიკაცია გვიჩვენებს დროს რომელიც სავარაუდოდ დაგჭირდებათ ახალ მგზავრამდე მისასვლელად
  3. მესამე ფანჯარაზე ნაჩვენებია ის მისამართი რომელზე წასვლაც მოგიწევთ და პარალელურად ჩანს ის მარშრუტი რომელსაც იმ მომენტში გადიხართ

საიდან გაიგებს აპლიკაცია თუ სად უნდა დამახვედროს შეკვეთა?
იმისთვის, რომ აპლიკაციას ჰქონდეს საშუალება გამოგიგზავნოთ შეკვეთა, თქვენ ან თქვენმა თქვენმა მგზავრმა უნდა მიუთითოთ საბოლოო დანიშნულების ადგილი.

მნიშვნელოვანია:

  1. სანამ მომდევნო შეკვეთას აიღებთ, აუცილებლად დააზუსტეთ მგზავრთან არის თუ არა მითითებული მისამართი საბოლოო დანიშნულების წერტილი.
  2. როცა პირველ მგზავრს მიიყვანთ ადგილზე, დაუყონებლივ გაემართეთ მომდევნო მისამართზე, რათა თავიდან აირიდოთ  დაგვიანების გამო მგზავრის მიერ შეკვეთის გაუქმება.
  3. თუ თქვენ არ გსურთ, რომ გადაბმული შეკვეთები შემოგივიდეთ, გათიშეთ ეს ფუნქცია მენიუდან.

ეფექტური მუშაობისთვის აუცილებლად მიუთითეთ დანიშნულების ადგილი.

Did this answer your question?