თბილისის მასშტაბით მოძრაობისას მგზავრი იხდის იმდენ თანხას, რამდენსაც აჩვენებს მრიცხველი. 

თბილისის მასშტაბით ტარიფები შემდეგია:

სტანდარტ კატეგორია: გამოძახება 1 ლარი; 1 კმ - 50 თეთრი; ლოდინის რეჟიმი 1 სთ - 7,2 ლარი (საცობში მრიცხველი წერს); მინიმალური ტარიფი 4 ლარი (4 ლარზე ნაკლებს მრიცხველი არ წერს).

პრემიუმ კატეგორია: (სედანი 2007 წლიდან ზემოთ): გამოძახება 1,2 ლარი; 1 კმ - 60 თეთრი; ლოდინის რეჟიმი 1 სთ - 12 ლარი (საცობში მრიცხველი წერს); მინიმალური ტარიფი 5 ლარი (5 ლარზე ნაკლებს მრიცხველი არ წერს).

თუმცა ქვემოთ მოცემულ ადგილებზე ვრცელდება მინიმალური ფიქსირებული ფასის წესი, რაც გულისხმობს რომ მოცემულ ადგილებში მგზავრობის დასრულების შემდეგ, თუ მრიცხველის მიერ ნაჩვენები თანხა ნაკლებია ფიქსირებულ ფასზე, მძღოლი ვალდებულია ის გადაიყვანოს შესაბამის ტარიფზე,

  1. ბათუმი - 250 ლარი
  2. ბაკურიანი - 150 ლარი
  3. გორი - 60 ლარი
  4. გუდაური - 120 ლარი
  5. თელავი - 110 ლარი
  6. ფოთი - 220 ლარი
  7. ქუთაისი - 170 ლარი

მრიცხველის მიერ მინიმალურ ფიქსირებულ ტარიფზე მეტის დაწერის შემთხვევაში, ფიქსირებული ფასის დადასტურება საჭირო არ არის.
იხილეთ მონიშვნის ინსტრუქცია ქვემოთ:

ფასთან დაკავშირებული გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, მგზავრობის დაწყებამდე აუცილებელია მომხმარებელს შევატყობინოთ ფიქსირებულ ადგილებში ფიქსირებული ფასების არსებობის შესახებ

იმ შემთხვევაში, თუ მცირე ან დიდი მანძილზე მგზავრობის დასრულების შემდეგ, ჯიპიესის ან ინტერნეტის ხარვეზის გამო, აპლიკაციის მრიცხველი დაწერს არარეალურად მაღალ ან დაბალ თანხას, ბალანსის აღსადგენად შეგიძლიათ გამოიყენოთ ტარიფის გადახედვის ფუნქცია. მოსალოდნელ ფასში მიუთითოთ თანხა, რომელსაც ათანხმებთ მგზავრთან, ხოლო კომენტარის ველში მიუთითეთ მიზეზი, თუ რატომ იყენებთ ტარიფის გადახედვას

იგივე ფუნქცია შეგიძლიათ გამოიყენოთ თუ აეროპორტსა და თბილისის შემოგარენში მრიცხველს ავტომატურად არ დაემატება თანხა ტერიტორიების მიხედვით:

  1. აეროპორტი - 10 ლარი
  2. წყნეთი - 3 ლარი
  3. ლილო - 7 ლარი
  4. რუსთავი - 10 ლარი
  5. მთაწმინდის პარკი - 5 ლარი
  6. წავკისი (მარო მაყაშვილის აღმართის გავლით) - 5 ლარი
  7. წავკისი (ნადიკვარის აღმართის გავლით) - 5 ლარი
  8. კოჯორი (მარო მაყაშვილის აღმართის გავლით) - 10 ლარი
  9. კოჯორი (ნადიკვარის აღმართის გავლით) - 10 ლარი
  10. მცხეთა - საგურამო - 10 ლარი

Did this answer your question?