რა ხდება თუ თქვენ მიხვედით დანიშნულების ადგილზე, გავიდა 3 წუთი, ჩართეთ მრიცხველი, უკავშირდებით მგზავრს, მას კი ტელეფონი გამორთული აქვს ან არ გპასუხობთ?

 შემთხვევა #1: მგზავრს მითითებული აქვს მობილური გადახდის მეთოდი

თქვენ აუცილებლად ელოდებით გონივრული დროის მანძილზე და ცდილობთ დაკავშირებას, ხოლო თუ ამ დროის მანძილზე მგზავრი არ შეგეხმიანათ, თქვენ ასრულებთ მგზავრობას, ხოლო მგზავრს ეჭრება შესაბამისი თანხა. 

შემთხვევა #2: მგზავრს მითითებული აქვს ხელზე გადახდის მეთოდი

თქვენ აუცილებლად ელოდებით გონივრული დროის მანძილზე და ცდილობთ დაკავშირებას, ხოლო თუ ამ დროის მანძილზე მგზავრი არ შეგეხმიანათ, ასრულებთ მგზავრობას და იყენებთ ტარიფის გადახედვის ფუნქციას. მოსალოდნელი ფასის გრაფაში უთითებთ 0-ს, ხოლო კომენტარის გრაფაში უთითებთ შესაბამის კომენტარს და შეფასებას. 

ტარიფის გადახედვის ფუნქციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე გადასვლით

Did this answer your question?