თქვენი მუშაობის რადიუსი არის მწვანე წრე, რომელის ცენტრიც თქვენი ადგილ-მდებარეობაა. როდესაც მოძრაობთ, თქვენი მუშაობის რადიუსიც შესაბამისად გადაადგილდება 

გაითვალისწინეთ, რომ ეს არის საჰაერო სიგნალის მიღების რადიუსი, ხოლო საგზაო მანძილი მგზავრამდე შესაძლოა განსხვავდებოდეს თქვენ მიერ არჩეული საჰაერო რადიუსისგან, 

სურათზე ჩანს, რომ შემოსული მისამართი ჯდება თქვენ მიერ არჩეულ საჰაერო რადიუსში, მაგრამ მანძილი მგზავრამდე 6.3 კილომეტრია,

რატომ ხდება ასე?

რადგან ამ დროს მგზავრთან თქვენ ხართ ყველაზე ახლოს და რადგან შეკვეთის სიგნალი ვრცელდება ჰაერით და არა გზით, ხოლო მგზავრის მისამართი ჯდება თქვენს საჰაერო რადიუსში და იმის გათვალისწინებით, რომ GPS-მა შესაძლოა არ გაჩვენოთ ოპტიმალური მარშრუტი, წარმოიქმნება სხვაობა თქვენ მიერ მონიშნულ რადიუსსა და გასავლელ მანძილს შორის, 

რა უარყოფით გავლენას ახდენს მსგავსი შეკვეთის გამოტოვება ჩემს ანგარიშზე?

ასეთი შეკვეთის გამოტოვება დაგაკლებთ აქტივობას. (აქტივობის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე გადასვლით) და როდესაც ჩამოცდებით 70%-იან ნიშნულს, თქვენი ანგარიში ავტომატურად დაიბლოკება

როგორ ავირიდოთ თავიდან ავტომატური ბლოკი?

შემთხვევები, როდესაც მანძილი მგზავრამდე აღემატება თქვენ მიერ შერჩეულ რადიუსს, გამოწვეულია ქალაქის არახელსაყრელი განლაგებით და ასევე იმ დროს თავისუფალი მანქანების სიმცირით, შეეცადეთ არ გამოტოვოთ ისეთი შეკვეთები, რომლებიც ოდნავ ცდება თქვენ მიერ შერჩეულ რადიუსს, რადგან GPS ხშირად უფრო  გრძელ გზას გაჩვენებთ ვიდრე რეალურადაა გასავლელი. ხოლო არარეალური მანძილით დაშორებული შეკვეთის გამოტოვებისას, აუცილებლად მოგვწერეთ, რათა ჩვენ შევძლოთ რაიმე სახის რეაგირების მოხდენა.

კონკრეტულ შეკვეთასთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ მოწერის ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე გადასვლით

 

Did this answer your question?