მძღოლების გარკვეული ნაწილი დანიშნულების ადგილზე მისვლამდე აჭერს ხელს ღილაკს - "მოვედი"

რატომ არ უნდა დავაჭიროთ ღილაკს - "მოვედი" სანამ დანამდვილებით არ მივალთ დანიშნულების ადგილზე?

  1. მგზავრის აპლიკაციას აქვს ფუნქცია თვალი ადევნოს მძღოლის გადაადგილებას, შესაბამისად როდესაც თქვენ უდროოდ უთითებთ მოსვლას, მგზავრი ხედავს თქვენს იმჟამინდელ ადგილმდებარეობას
  2. მისვლის მომენტიდან მგზავრს აქვს 3 წუთი უფასო ლოდინისთვის, თქვენ მიერ მისვლამდე გაგზავნილი შეტყობინება კი მის დროს ამცირებს 

თუ ისეთ ადგილზე გიწევთ ავტომობილის გაჩერება სადაც დგომა აკრძალულია, ან პარკირება შეუძლებელია, აჯობებს მგზავრს დაურეკოთ და შეატყობინოთ არსებული მდგომარეობის შესახებ.

სხვა შემთხვევებში გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ მისვლამდე 2 წუთით ადრე მგზავრს მისდის შეტყობინება, რომ თქვენ უახლოვდებით დანიშნულების ადგილს.
 

Did this answer your question?