რას ნიშნავს ლოდინის დრო და რატომ ვიხდი დამატებით თანხას თუ მძღოლს არ მოუწია ლოდინი? 

ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა. მაშ ასე, პრინციპი ასეთია, ავტომობილის მოსვლიდან სამი წუთის განმავლობაში მგზავრს აქვს უფასო ლოდინისდრო.  სამიწუთისგასვლისშემდეგ,მძღოლიმგზავრსაუცილებლად ატყობინებს მრიცხველის ჩართვის შესახებ. ამ მომენტიდან იწყება დროის ათვლა. 

ლოდინის დრო ასევე განისაზღვრება თუ მანქანა მოძრაობს 20კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით. რას გულისხმობს ეს, გადატვირთული მოძრაობისას საცობში, შუქნიშანზე, მგზავრის მოთხოვნით გაჩერების ან  დალოდებისშემთხვევაში, მრიცხველი ითვლის ლოდინის საფასურს. 

თუ მანქანის გამოძახებამდე გსურთ გამოითვალოთ შერჩეული მარშრუტის სავარაუდო ღირებულება, რა თქმა უნდა, სისტემა 100% -იანი სიზუსტით ვერ დაგითვლით თანხას, რადგან ეს ყოველივე დამოკიდებულია ქალაქში საავტომობილო გზაზე არსებულ მოძრაობაზე იმ კონკრეტული მომენტისთვის, როდესაც სრულდება გადაადგილება. 

მგზავრობის დასრულების შემდგომ, თქვენ მიიღებთ ელექტრონულ ქვითარს დეტალური ინფორმაციით. 

იხილეთ ფოტო: 

Did this answer your question?