04 ოქტომბრიდან აეროპორტსა და თბილისის შემოგარენში აღარ ფუნქციონირებს ფიქსირებული ტარიფები. მგზავრი იხდის იმდენ თანხას რამდენსაც წერს მრიცხველი.
კალკულაციის მეთოდი შემდეგია: მგზავრობის საფასურს დანიშნულების ადგილამდე ავტომატურად ემატება ფიქსირებული თანხა. 

დამატებული თანხის რაოდენობა ტერიტორიების მიხედვით შემდეგია:

  1. აეროპორტი - 10 ლარი
  2. წყნეთი - 3 ლარი
  3. ლილო - 7 ლარი
  4. რუსთავი - 10 ლარი
  5. მთაწმინდის პარკი - 5 ლარი
  6. წავკისი (მარო მაყაშვილის აღმართის გავლით)- 10 ლარი
  7. კოჯორი (მარო მაყაშვილის აღმართის გავლით) - 15 ლარი
  8. მცხეთა - საგურამო - 10 ლარი
  9. ნადიკვარი - 5 ლარი

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, რომლებიც ზემოთ არ არის ჩამოთვლილი, ტარიფზე შეთანხმება ხდება წინასწარ, უშუალოდ მძღოლთან. 

Did this answer your question?